18 თებერვალი, 2015

დათო ხუჯაძე ქველმოქმედებისთვის იმღერებს

DATO22226 თებერვალს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად დათო ხუჯაძის საქველმოქმედო საღამო გაიმართება.

რუსთაველის თეატრში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით დათო ხუჯაძე სოლო კონცერტს ჩაატარებს. კონცერტზე მიწვეული სპეციალური სტუმრები არიან დავით ფორჩხიძე, ჯგუფი „GOOFY-LAND”-ი.

კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.

დათო ხუჯაძე, რომელსაც საქართველოში კარგა ხანია კონცერტი არ ჩაუტარებია, საქველმოქმედო პროექტით დაბრუნდა და თავისი შემოქმედებით იმ ადამიანების დახმარებას აპირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.