Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ცხინვალის თეატრი შეიფარეს

28 თებერვალი, 2015

cxinvalia-teatri4ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ შეიფარეს. როგორც თეატრის ხელმძღვანელობა აცხადებს, მათ სასიამოვნო სიახლე აქვთ. 6 მარტიდან თეატრი რეგულარულად, გარკვეული პერიოდულობით, გამართავს სპექტაკლებს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. გადაწყვეტილება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ მიიღო:

“ბატონმა რობერტმა ჩვეული გულისხმიერება გამოიჩინა დევნილი თეატრის მიმართ და სცენის გარეშე დარჩენილ დასს საშუალება მისცა, თავისი სარეპერტუარო სპექტაკლები წარმოადგინოს რუსთაველის თეატრის სცენაზე. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც ვახსენებთ საზოგადოებას, რომ ჩვენს თეატრს უდიდესი ეროვნული და პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რომ ის კულტურის ერთადერთი კერაა ცხინვალის რეგიონში და ამასთან ერთად ცხინვალიდან გადარჩენილი ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც მომავალ წელს 140 წელი უსრულდება! დღეს ცხინვალის თეატრის გვერდით დგომა მართლაც მამულიშვილური საქმეა. დიდი მადლობა რუსთაველის თეატრის მთელს კოლექტივს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის!”

აქამდე თეატრი სპექტაკლებს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მართავდა, მაგრამ შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, ცენტრში ღონისძიებების გამართვა საშიში გახდა.