6 აპრილი, 2015

მანანა მენაბდე ქველმოქმედებისთვის იმღერებს

1manana-menabdeცნობილი ქართველი ხელოვანი მანანა მენაბდე უერთდება თავის კოლეგებს და ქველმოქმედებაში ერთვება. მუსიკოსის სურვილით, შემოსული თანხა მთლიანად დიტო ცინცაძის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.მისი კონცერტი რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.

როგორც საღამოს ორგანიზატორები აცხადებენ, კონცერტს დიდი ხანია მანანა მენაბდეს უამრავი გულშემატკივარი ელოდება:

“უამრავი ადამიანი ელოდა მანანა მენაბდის კონცერტს. კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 20 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე მანანა მენაბდის ახალი და უკვე ნაცნობი რეპერტუარი იქნება წარმოდგენილი.”