რუსთაველის თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

1rustavelis-teatriთბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ დიდი და პატარა გააერთიანა. თითოეული მოქალაქე ცდილობს თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქალაქის მოწესრიგებაში და დაზარალებულთა დახმარების საქმეში.

გამონაკლისი არც რუსთაველის თეატრია. 17 ივნისს თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ დადგმული “იულიუს კეისარი”. სპექტაკლი საქველმოქმედოა და ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა ფონდში.

“იულიუს კეისარი” ერთმოქმედებიანი სპექტაკლია და მასში მონაწილეობენ ნინო არსენიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ივანე გოგიტიძე, პაატა გულიაშვილი, ბესო ზანგური, ანდრია თავბერიძე, ზურა ინგოროყვა, კახა კუპატაძე, მამუკა ლორია, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, ზურა შარია, გეგა ჩხაიძე, ლევან ხურცია და ლაშა ჯუხარაშვილი.