1 ივნისი, 2015

კიდევ ერთი პრემიერა რობერტ სტურუასგან

1sturuaრეჟისორი რობერტ სტურუა თეატრის მოყვარულ საზოგადოებას თეატრალური სეზონის მიწურულს პრემიერაზე ეპატიჟება. დამქანცველი და უწყვეტი რეპეტიციები დასრულებულია, რეჟისორიც და მსახიობებიც პრემიერის მოლოდინში არიან.

პირველ და 2 ივნისს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე მაყურებლის თვალწინ კიდევ ერთი ახალი სპექტაკლი დაიბადება. მაესტრო კვლავ მსოფლიო კლასიკოსების გარშემო ტრიალებს.
ამჯერად რეჟისორი მაყურებელს უილიამ შექსპირის ,,იულიუს კეისარს“ წარუდგენს.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლისთვის პიესის თარგმანი რობერტ სტურუას და ნინო კანტიძეს ეკუთვნით, მხატვრობა მირიან შველიძეს, კოსტიუმები ანა ნინუას, ქორეოგრაფია მარიამ ალექსიძეს, მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს, რეჟისორის თანაშემწე კი ციცინო გვაზავაა.

ახალ სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო არსენიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ივანე გოგიტიძე, პაატა გულიაშვილი, ბესო ზანგური, ანდრია თავბერიძე, ზურა ინგოროყვა, კახა კუპატაძე, მამუკა ლორია, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, ზურა შარია, გეგა ჩხაიძე, ლევან ხურცია და ლაშა ჯუხარაშვილი.