Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

1tatiaპიანისტი თათია შარანგია თბილისში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი ახალდაფუძნებული ორგანიზაცია “ნათელი საქართველოა”.

საკონცერტო პროგრამა ორი ნაწილისგან იქნება შედგენილი. პირველ ნაწილში შესრულდება ბეთჰოვენის 32-ე ვარიაცია და 21-ე სონატა, მეორე ნაწილში შოპენის “სკეცო N2”, “ფანტაზია ექსპრომტი”, “რევოლუციურ ეტიუდი”, “ანდანტეს პიანატო” და “დიდი პოლონეზი”.

საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება ფონდს “პირველი ნაბიჯი საქართველო”, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.

საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10-55 ლარია.