ჭდე: კატო ჯავახიშვილი

მოუსმინეთ კატო ჯავახიშვილს

მოუსმინეთ კატო ჯავახიშვილს

პოეტ კატო ჯავახიშვლს შეულამაზებლად უყვარს სიმართლის წარმოჩენა. ხშირად მისი ჩანაწერები მწარეა, სამაგეიროდ, სრული ჭეშმარიტებაა: “და როცა უწვერული მღვდლები ჯიპებში ჩასხდებიან და ზურგზე ეკლესიაწამოკიდებულები სამშობლოში დადგებიან და ექსპორტზე გატანილი ჩემი ტანი ელექტროენერგიასავით სწრაფად გაიყიდება როცა პრეზიდენტი იტყვის, რომ კონსტიტუცია უნდა დაიწეროს ჩემი შეცდომებიდან რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა დასაშვები ამ დროს კი ეროვნული ვალუტა ასაკოვანი ბოზივით გაუფასურდება […]

კატო ჯავახიშვილის გაფრთხილება

კატო ჯავახიშვილის გაფრთხილება

– ნუ აიძულებ ამ ხალხს განაჩენი გამოგიტანოს, – ასე აფრთხილებს პოეტი კატო ჯავახიშვილი ხელისუფლებას: “მშიერი ბავშვების და მოხუცების, ნაგავსაყრელების და ბანკზე ცხვარივით გამობმული ხალხის გაუმაძღარო მთავრობავ, ამ ხალხის ფულით აშენებულ ვილებში სავარძლებში მისვენებულო და ბასეინებში მოლივლივე გალაპლაპებულო ხორცის ნაჭერო, ყველა ქუჩაზე აზარტული თამაშების რეკლამებს და პოლიტიკოსების გამოთაყვანებულ უდარდელ ღიმილს რო გვატენი ცხვირში, ჭკვიანი და მოაზროვნე […]

კატო ჯავახიშვილი: “ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეს კონცერტები?”

კატო ჯავახიშვილი: "ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეს კონცერტები?"

პოეტი კატო ჯავახიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს და მთელი რესურსის განათლებაში ჩადებისკენ მოუწოდებს: “საქართველოს მთავრობა – ჩადეთ მთელი თქვენი რესურსი განათლებაში, მილიონიან სასტუმროებს და ფესტივალებს ცხვირში რომ გვტენით, მიეცით ახალ თაობას საშუალება იყვნენ უკეთესები, მიხვდნენ, რომ იარაღის გარდა არსებობს სხვა გზებიც, ინტელექტუალური, წიგნიერი, ადამიანური. მაგრამ თქვენ მართვადი მასა გჭირდებათ, კალთაზე გამობმული, კრედიტებით სავსე სახლებით, სამუშაოდ გაქცეული […]

“ერთხელაც, ხელებში როცა ჩამაკვდები…”

კატო ჯავახიშვილი: "ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეს კონცერტები?"

– შენ განტევების ვაცი იქნები. მე – შენი სამომავლო საფლავი! – ასე ეხმაურება პოეტი კატო ჯავახიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს: ”მაგრამ შენ არ მოიწყინო ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემო მრავალტანჯულო, ჩემო ტკივილიანო საქართველო, შენ მაინც ნუ მოიწყენ ჩემო შავთავსაფარწაკრულო, ცრემლი, ცრემლი არ დავინახო შენს თვალზე! შენ უნდა იკისკისო ბოზი ქალივით, ტუჩებზე პომადა გადაისვა, აჟურული ჩულქი ჩაიცვა, სახეზე […]

“პეპელაა ეს გოგო… ფრთებდამწვარი, უსიხარულო პეპელა…”

ასე აფასებს მწერალი კატო ჯავახიშვილი ლიკა ქავჟარაძეს და მას ყველაზე ლამაზ და ამავე დროს ყველაზე უიღბლო ქალს უწოდებს: “ყველაზე ლამაზი და ყველაზე უიღბლო ქალი, რომელიც ჯერ დედოფლად აქციეს და მერე ზურგი აქციეს, წავიდა. არ დაუჯეროთ ტაშს, ადამიანებო… საკუთარი თავი რო ძნელი სატარებელია, ის ამბავია ეს. პეპელაა ეს გოგო. ფრთებდამწვარი, უსიხარულო პეპელა…”

ქართული რადიოსპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალის ფინალშია

ქართული რადიოსპექტაკლი საერთაშორისო ტელე-რადიო ფესტივალის “PRIX EUROPA” ფინალში მოხვდა. მასში ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი და კომერციული ტელე-რადიო კომპანია მონაწილეობს. ფესტივალი ევროკავშირისა და ევროპარლამენტის პატრონაჟით ტარდება. ქართული რადიოსპექტაკლი, რომელიც კატო ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით არის შექმნილი წლევანდელი ფესტივალის რჩეულია. წელს, ევროპის პრიზის მოსაპოვებლად ზურაბ კანდელაკის რადიოპიესა „ნირვანაში ჩაკარგულები“ იბრძოლებს. კატო ჯავახიშვილის მოთხრობა „ცხვარი“ რადიოპიესის „ნირვანაში ჩაკარგულების“ საფუძველი გახდა. […]