კატო ჯავახიშვილი: “ამის აღიარება ხმამაღლა შეგიძლიათ?”

კატო ჯავახიშვილი: "ამის აღიარება ხმამაღლა შეგიძლიათ?"პოეტი კატო ჯავახიშვილი თავისი გულწრფელობისთვის უყვარს მკითხველს.

ამჯერად შემოქმედი გვთავაზობს უმარტივეს ტექსტს, რომლითაც შეიძლება დავადგინოთ, ვართ თუ არა ადამიანები:

“გინახავთ თვალები, შველას რომ ითხოვენ? გიგრძვნიათ, როგორ ჩქარდება გული და მერე როგორ ქვავდებით უსუსურობისგან?

ან ახალი კაბა რომ გიყიდიათ, დაგიმალავთ, რადგან სირცხვილის გრძნობა მოგრევიათ, და იმის გამო, რომ თქვენს მეგობარს ერთიც არ აქვს? შეგრცხვენიათ, მათზე მეტი რომ მოგეცათ, ვინც თქვენი აზრით ამას თქვენზე მეტად იმსახურებენ?

ამის აღიარება ხმამაღლა შეგიძლიათ? პატიება გითხოვიათ? შეგიძლიათ საკუთარი თავი და ინტერესები მეორე ადამიანის გამო უჯრაში ჩაკეტოთ?

გიცდიათ არაფრის გამო გიყვარდეთ? – გილოცავთ, თქვენ ადამიანი ხართ.”