კატო ჯავახიშვილის უმაგრესი ინიციატივა

კატო ჯავახიშვილის უმაგრესი ინიციატივაპოეტ კატო ჯავახიშვილს სჯერა, რომ ჟამიანობის დროს თუკი საპატრიარქო დაიწყებს დიდ კამპანიას მოხუცებისა და გაჭირვებულების დასახსმარებლად, სამყარო სულ სხვანაირი გახდება:

“რომ გამოვიდოდეს ახლა საპატრიარქო, ამ ჟამიანობისას, დაიწყებდეს დიდ კამპანიას ყველა მოხუცისა და გაჭირვებულის დასახმარებლად, ოფიციალურად რომ განაცხადებდეს, მღვდლები ქუჩა-ქუჩა რომ დაივლიდნენ, მონასტრის თაფლს დაარიგებდნენ, საავადმყოფოებში პაციენტებს რომ აზიარებდნენ, საპატიმროებში აღსარებას მოისმენდნენ, ძვირფას ანაფორებს შეციებულებს რომ მიაფარებდნენ, მონაზვნები პირბადეებს რომ შეკერავდნენ, მარტოხელა დედებს შეიფარებდნენ, ყველა რომ პიედესტალიდან ჩამოვიდოდეს – რა სხვანაირი გახდებოდა სამყარო.

ადამიანების ღმერთი ხომ ადამიანებისთვის დაიბადა.”