გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი ქართულ ენაზე

სულ სხვანაირი გოდერძი ჩოხელი

მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ ჩანაწერში გულწრფელად სწუხს, რომ იბერის ენა საპარლამენტო და ,,ჟარგონებით” სამეტყველო ენად გადაიქცა: “დღეს იბერის ენა, სამწუხაროდ, საგაზეთო, საპარლამენტო და ,,ჟარგონებით” სამეტყველო ენად გადაიქცა, რაც მადლსა და ელფერს უკარგავს. მას ავადმყოფობა შეეპარა. ქართველი კაცი მოსწყდა წიგნს და შესაბამისად, სალიტერატურო ენასაც… მწერალი უნდა ცდილობდეს, სანთელივით ენთოს მშობლიური ენის ტაბლაზე, რათა […]

გოდერძი ჩოხელის ძალიან კარგი წერილი

გოდერძი ჩოხელის ძალიან კარგი წერილი

მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში “უცნაური კვერცხი” სრული სიზუსტით აღწერს ქართველების ყოფას: “მაშინ, როცა მთელი ქრისტიანული სამყარო ქრისტეშობის ორი ათასი წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში სატანა ბობოქრობდა. ვიღაცის უჩინარი ხელი განგებ შლიდა ქართველების ეროვნულ ცნობიერებას. ყველაფერს ქვეყნის პოლიტიკანები განაგებდნენ, რომელთაც იმდენი პოლიტიკური პარტია შექმნეს, რამდენიც, ალბათ, მთელ […]

გოდერძი ჩოხელის საოცარი ისტორია “ჯარისკაცის მამაზე”

გოდერძი ჩოხელის საოცარი ისტორია "ჯარისკაცის მამაზე"

მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი ყოველთვის დიდი სიამოვნებით იხსენებდა ამბებს მისი ბავშვობიდან. ხელოვანის თქმით, სწორედ ბავშვობის მოგონებებმა, განცდებმა და შეგრძნებებმა გადაწყვიტეს მისი პროფესია. განსაკუთრებით კი ამბავმა, რომელიც რეზო ჩხეიძის გენიალურ ფილმს “ჯარისკაცის მამას” უკავშირდება. გოდერძი ჩოხელი: “პატარები ვიყავით, როდესაც გუდამაყარში ქართული კინოს ჩვენება მოეწყო. შევიკრიბეთ სოფლის ხალხი და გვიჩვენეს რეზო ჩხეიძის “ჯარისკაცის მამა”. ბავშვები გაგვაფრთხილეს, […]

სულ სხვანაირი გოდერძი ჩოხელი

სულ სხვანაირი გოდერძი ჩოხელი

რეჟისორი, მწერალი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი თავისი სიმართლითა და სევდით უამრავი ადამიანის გულს იპყრობს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ამინა არაბულმა გოდერძი ჩოხელი მკითხველს სულ სხვა კუთხით წარუდგინა: “…ფიქრში გუდამაყრისკენ რომ გავიხედავ, იქ ბერი, ჯღუნაი და ვაჟი გოგი დგანან… დგანან კი არა, თითქოს სანთლებივით იწვიან და გუდამაყრის ბინდისფერ ხეობას ანათებენ… მწერლისა და მისი განუმეორებელი პერსონაჟების ღრმა სულიერი […]

გოდერძი ჩოხელის სასწაული

გოდერძი ჩოხელის სასწაული

მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი თავისი შემოქმედებითა და არსებობით ყველაზე გულრწფელი შემოქმედი იყო. თიკუნა ბეკოშვილი ხელოვანთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ისტორიას იხსენებს: “ჩემი სადიპლომო ფილმი გოდერძი ჩოხელის შესახებ იყო და ამ ფილმის გადაღებას ახლდა ერთი საინტერესო ამბავი: გადაღებისთვის, ცხადია, ფინანსები მჭირდებოდა და კულტურის სამინისტროში განცხადება შევიტანე, 2000 ლარს ვითხოვდი ფილმის გადაღებისთვის. სამინისტროდან პასუხი მომივიდა, 2000 ლარი არ […]

გოდერძი ჩოხელის უმნიშვნელოვანესი წერილი

გოდერძი ჩოხელის უმნიშვნელოვანესი წერილი

გოდერძი ჩოხელის წერილი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, 2000 წელს არის დაწერილი და მისი წაკითხვა ემოციების გარეშე შეუძლებელია: “აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. – რა იმედით? – ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან […]

“დროც ადამიანივითაა, სანამ არ დაკარგავ, მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ…”

გოდერძი ჩოხელი - ადამიანთა სევდა

“დროც ადამიანივითაა, სანამ არ დაკარგავ, მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ…” – ასე ამბობდა მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი: “დროც ადამიანივითაა, სანამ არ დაკარგავ, მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ… ხშირად უკეთესს მოელი, მერე, დრო რომ გადის, ხვდები, ეს უკეთესი უკვე იყო, შენ კი უბრალოდ ვერ შენიშნე, ვერ შეაფასე… რაც დრო გადის მით უფრო ძვირფასი და სანატრელი […]

ძალიან კარგი ამბავი გოდერძი ჩოხელთან დაკავშირებით

ძალიან კარგი ამბავი გოდერძი ჩოხელთან დაკავშირებით

გოდერძი ჩოხელთან დაკავშირებით მისი შვილი ნიკოლოზ ჩოხელი სასიამოვნო ამბავს ავრცელებს. გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება. ორსართულიან შენობაში განთავსდება: მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე. მუზეუმის ეზო კეთილმოეწყობა და განთავსდება მწერლის სახელობის წყარო, ღია სცენა და სველი წერტილები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ნიკოლოზ ჩოხელი: “ძალიან კარგი […]

როგორ წარმომიდგენია სული? – გოდერძი ჩოხელის საინტერესო ჩანაწერი

როგორ წარმომიდგენია სული? - გოდერძი ჩოხელის საინტერესო ჩანაწერი

გოდერძი ჩოხელის ჩანაწერები სევდიანი, მაგრამ საოცრად მართალი და საინტერესოა. “წინაპრები” – ასე ჰქვია პატარა ჩანაწერს, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ: “- როგორ წარმომიდგენია სული? – როცა ქართულ ხალხურ სიმღერას ვისმენ, თითქოს წინაპრების სულს ვხედავ, ერთად შეკრულს, აგუგუნებულს, ზეცისკენ მიმავალს… მთავრდება სიმღერა და – ისევ მიწაზე ვენარცხები.”