4 ნოემბერი, 2021

ვაჟა ფშაველასა და გოდერძი ჩოხელის ამბავი

ქართულ ლიტერატურაში ორი გამორჩეული შემოქმედის ვაჟა ფშაველასა და გოდერძი ჩოხელის ამბავს მსახიობი გივი ბერიკაშვილი იხსენებდა:

“გოდერძი ჩოხელი ვაჟა-ფშაველაზე ამბობდა, ვაჟას ღმერთები ათამაშებდნენ ხელში, ხელიდან გაუვარდათ და ჩვენთან ჩამოვარდა, ამიტომ ბედნიერი ხალხი ვართო.

– შენ საიდან გაჩნდი? – ვკითხე მე.

მიპასუხა:

– მე ვაჟა-ფშაველას ვეჯექი პატარა ჯიბეში და მას გადმოვუვარდიო.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები, უფალი ვაჟას რომ გამოგიგზავნის, ფიროსმანს, გალაკტიონს, ილიას, გოდერძი ჩოხელს და ჩვენ კი… ეეჰ!”