5 ივნისი, 2023

გოდერძი ჩოხელი საქართველოზე

მწერლისა და რეჟისორისთვის გოდერძი ჩოხელისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი იყო, გაერთიანებული საქართველოს ნახვა კი – მისი სანუკვარი ოცნება:

“გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს…”