22 ივლისი, 2022

გოდერძი ჩოხელის არაჩვეულებრივი ამბავი

არაჩვეულებრივი შემოქმედის გოდერძი ჩოხელის ცხოვრებაში უამრავი საოცარი ამბავი მომხდარა, თუმცა ნინო ზედელაშვილი ერთ-ერთ მათგანს განსაკუთრებული სიყვარულით ყვება, რომელიც ლელა ანჯაფარიძემ გაგვიზიარა:

“გოდერძი ჩოხელის უახლოესი მეგობარი, ნინო ზედელაშვილი იხენებდა, რომ როდესაც გოდერძი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და იწვა საავადმყოფოში, ის და ნინო – გოდერძის მეუღლე – მისულან და ახალი ტანსაცმელი მიუტანიათ…

დიდხანს თხოვდნენ – მოიზომეო, მაგრამ არც ამდგარა, სუსტად გრძნობდა თავს და უცებ, მეზობელი პალატიდან შემოიხედა კაცმა და მიმართა მას:

– ბატონო გოდერძი, დიაბეტი აქვს დედაჩემს, ახლა მოვიყვანეთ და ჭამის დრო მოუვიდა, ცოტა ყველი და პური ხომ არ გექნებათ?

გოდერძი მერცხალივით წამომხტარა, უჯრიდან ამოიღო ყველი, ქათამი და მაიწოდა იმ კაცს…

მერე ისევ რაღაცა გაახსენდა და თავად გაურბენინა…”