3 ოქტომბერი, 2022

გოდერძი ჩოხელის უძვირფასესი სიტყვები

გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას ათასობით ერთგული მკითხველი მისი გულწფრელობისა და მართალი სიტყვის გამო ჰყავს.

“არტ ინფო” შემოქმედის ერთ-ერთ ლექსს გთავაზობთ:

“მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა  – ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება…”