2 ივლისი, 2021

გოდერძი ჩოხელი ქართულ ენაზე

მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ ჩანაწერში გულწრფელად სწუხს, რომ იბერის ენა საპარლამენტო და ,,ჟარგონებით” სამეტყველო ენად გადაიქცა:

“დღეს იბერის ენა, სამწუხაროდ, საგაზეთო, საპარლამენტო და ,,ჟარგონებით” სამეტყველო ენად გადაიქცა, რაც მადლსა და ელფერს უკარგავს. მას ავადმყოფობა შეეპარა. ქართველი კაცი მოსწყდა წიგნს და შესაბამისად, სალიტერატურო ენასაც…

მწერალი უნდა ცდილობდეს, სანთელივით ენთოს მშობლიური ენის ტაბლაზე, რათა უფრო განათდეს ამ ტაბლაზე უხვად მიმობნეული და ხანდახან ჩრდილში მყოფი, სხვათათვის შეუმჩნეველი სიტყვები.”