21 მარტი, 2022

გოდერძი ჩოხელის საუცხოო ჩანაწერი

რეჟისორისა და მწერლის გოდერძი ჩოხელის უძვირფასეს მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი მის პოეზიას უკავია. ამის დასტურია შემოქმედის ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც “არტინფო” გიზიარებთ:

“მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ –
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა – ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება…”