5 თებერვალი, 2022

გოდერძი ჩოხელის რჩეული წერილი

ნამდვილად რთულია გოდერძი ჩოხელის შემოქმედებიდან გამოარჩიო ერთი რომელიმე ლექსი, ან მოთხრობა და მას საუკეთესო უწოდო. ამ შემოქმედის მთელი მემკვიდრეობა ნამდვილად გამორჩეულია.

21-ე საუკუნეში ადამიანებს სულ უფრო ცოტა დრო აქვთ სულიერებაზე ფიქრისთვის. ამონარიდი გოდერძი  ჩოხელის “თევზის წერილებიდან” ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ:

“ადამიანებს ვერ დაივიწყებ, შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო იყვნენ.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მიწა, რომელზეც შენ დადიოდი.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ის საგნები, რომელთაც შენ შეეჩვიე.

შენ სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში. და ვინ იცი, რამდენი სხვა რამე…”