1 დეკემბერი, 2021

ულამაზესი მიძღვნა გოდერძი ჩოხელს

მწერალს, პოეტსა და რეჟისორს გოდერძი ჩოხელს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა დეკანოზმა თავმას ჩოხელმა:

“კაცთაგან დაუფასებელო და უფლისგან დაფასებულო დიდო ადამიანო, ალალ მართალო, ჭკვიანო და კეთილო, სიკვდილ სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებულო ამაყო გუდამაყრელო, მუდამ ემახსოვრები შენს სამშობლოს საქართველოს, აცხოვნოს ღმერთმა შენი უკვდავი სული, უფალს ებარებოდე გოდერძი ჩოხელო, მიყვარხარ…

ამაყო გუდამაყრელო

მთაში არწივი ნავარდობს,
ცაში ღრუბლები ჰფენია,
ჩანჩქერთა კლდე-ჭიუხებში,
ესოდენ მოულხენია,
არაგვო, შენსა კალთებსა,
კლდენი ლოდები ჰფენია,
ამაყო გუდამაყრელო
რაად, რად მოგიწყენია.
რაად ჩამოხველ ბარადა,
მთაში სუნთქვაა შენია,
ვადაჯვრიანი მახვილი
ომში არ მოგისვენია.
საქმენი სავაჟკაცონი,
მთას მოუთმენლად გელიან,
უნდა დასტოვო სიცოცხლე,
მოგიხმობს არაგველია.
სამასმეერთე იქნები,
პირზე ღიმილის მჩენია,
მამულს ანაცვლო სიცოცხლე,
ჩვეულებაა შენია.
იას საფლავზე ნაზარდსა.
ცრემლი ცვარ-ნამად სდენია;
დაგიტირებენ სწორები,
არწივი ანაფრენია.”