ჭდე: გალაკტიონ ტაბიძე

ლექსები თოვლზე

ლექსები თოვლზე

თოვლზე დაწერილი ლექსები იმდენად რომანტიკულია, რომ რთულია მათი ემოციების გარეშე წაკითხვა.   გალაკტიონ ტაბიძე – თოვლი მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა: მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ […]

ეს არ ეკადრება გალაკტიონს!

ეს არ ეკადრება გალაკტიონს!

ქართული პოეზიის მეფეს, გალაკტიო ტაბიძეს ნამდვილად არ ეკადრება ის გარემო, რომელიც ვაკეში მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი ძეგლის გარშემოა. რუსუდან კოტაშვილი: “ვაი შენ, ჩვენო საამაყო პოეტო, მეფევ პოეტებისა, დიდო გალაკტიონ, ეს რა დღეში ჩაუგდიათ შენს ირგვლივ გარემო!.. ეს რა ფონზე დგახარ?… არა, ეს შენი საქართველო აღარ არის!”

წაიკითხეთ როგორი თანამედროვეა გალაკტიონი

წაიკითხეთ როგორი თანამედროვეა გალაკტიონი

ქართული პოეზიის მეფე გალაკტიონ ტაბიძე თავისი შემოქმედებით სულ უფრო და უფრო თანამედროვე ხდება. პოეტი, რომელმაც ნამდვილი საგანძური დაუტოვა საქართველოს, თავის ერთ-ერთ ლექსში XIX საუკუნეს სრული სიცხადით ასახავს: “რა ძნელია, ტაბახმელავ, კრწანისო და დიღმის ველო, დადიოდე და ფიქრობდე: ეს არ არის საქართველო! საქართველო როცა იყო, ხალხიც ჰყავდა თაოსანი, ამის მოწმე არის შოთას “ვეფხისტყაოსანი”. არის რკინიგზების ხლართი, […]

გალაკტიონ ტაბიძის “ლურჯა ცხენების” საიდუმლო

გალაკტიონ ტაბიძის "ლურჯა ცხენების" საიდუმლო

ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი “ლურჯა ცხენები” ალბათ უმრავლესობამ ზეპირად იცის. ალბათ ცოტა ვინმე თუ დაკვირვებია, რომ ამ ლექსის წაკითხვა, არც მეტი, არც ნაკლები, ხუთნაირად არის შესაძლებელი – ჩვეულებრივად, სტრიქონების გამოტოვებით და ლექსის მარცხენა და მარჯვენა ნახევრის გაყოფით.

ნოდარ დუმბაძის ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე

ნოდარ დუმბაძის ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე

ნოდარ დუმბაძის მიერ შემონახული ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე იმ პატარა ეპიზოდზე მოგვითხრობს, როცა პოეზიის მეფე მზის და ზღვის განსაკუთრებულ სიყვარულზე საუბრობს: “- მე ზღვა მიყვარს ძალიან, ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს. ჯერ ბნელა, მერე […]

გალაკტიონ ტაბიძე – ნუ ქვითინებს ჭიანური

გალაკტიონ ტაბიძე: "მადლობა უფალს: არა ვარ რუსი!"

”ნუ ქვითინებს ჭიანური, დააჩუმეთ თარი, არაადამიანური ავი დარის დარი. ო, ნუ მღერი! როცა მღერი, ზღვები, მთა და ბარი, ყველაფერი, ყველაფერი თითქო რიგზე არი. თითქო მწარე ფრთებით მძლავრი ქარი გულს არ სცემდა, განუყრელი თანამგზავრი ხეტიალთა ჩემთა. არ ყოფილა თითქო ბნელი ბნელი ღამის კალთა, თანამგზავრი განუყრელი ჩემთა ხეტიალთა. დააჩუმეთ ჭიანური, ნუ ღუღუნებს თარი, არაადამიანური ავი დარის დარი.”

ქარი ქრის – გალაკტიონ ტაბიძე

ქარი ქრის - გალაკტიონ ტაბიძე

”ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ. ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს შენი მე ხატება დამდევს თან, ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის!”  

გალაკტიონ ტაბიძე გერმანიის უმნიშვნელოვანეს პოეზიის პლატფორმაზე

გალაკტიონ ტაბიძე გერმანიის უმნიშვნელოვანეს პოეზიის პლატფორმაზე

გალაკტიონ ტაიძე გერმანიის უმნიშვნელოვანეს პოეზიის პლატფორმაზე – გაზეთი ფრანკფურტერ ალგემეინეს “ფრანკფურტერ ანთოლოგია”-ში მოხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა: “გალაკტიონი – გერმანიაში, ჩემის აზრით, უმნიშვნელოვანეს პოეზიის პლატფორმაზე – გაზეთი ფრანკფურტერ ალგემეინეს “ფრანკფურტერ ანთოლოგია”-ში. ელკე ერბის, დიდი გერმანელი პოეტი ქალის, ნათარგმნია “მთაწმინდის მთვარე” – ვფიქრობ ყველაზე კარგი თარგმანი გალაკტიონის, რაც ოდესმე წამიკითხავს. (ცისფერყანწელი […]

“ეს არ არის საქართველო!” – გალაკტიონ ტაბიძის სატკივარი

"ეს არ არის საქართველო!" - გალაკტიონ ტაბიძის სატკივარი

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება პირდაპირი გამოძახილია იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა და სამწუხაროდ, ახლაც ახლაც არ დაუკარგავს აქტუალობა: “რაა მასზე გულსაწყვეტი მეტეხო და დიღმის ველო მიდიოდე და ფიქრობდე: ეს არ არის საქართველო! არის ხალხი, რკინიგზები, არის-ავტო-მოტო-ველო, არის ოჯახებიც, მაგრამ ეს არ არის საქართველო!”

ძალიან საინტერესო ამბავი გალაკტიონ ტაბიძეზე

ძალიან საინტერესო ამბავი გალაკტიონ ტაბიძეზე

ქართული პოეზიის მეფეზე გალაკტიონ ტაბიძეზე ძალიან საინტერესო ამბავი ვრცელდება: “ძალიან, ძალიან საინტერესო ამბავი! ჭყვიშში, გალაკტიონის პირად ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა ცნობილი ლექსის “შემომეყარა ყივჩაღი” უცნობი რედაქცია! ლექსი ქვეყნდება პირველად. გაეცანით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. ტექსტი წარმოადგენს მინაწერს “ხევსურული პოეზიის” ბოლო გვერდზე. *** საღამო იყო ბნელაი, ვემზადებოდი ძილადა, ჩემ ქმარმა შაიგვიანა, არა სჩვეოდა წინადა. თან მაიყვანა სტუმარი, ბაღში ბულბული […]