გალაკტიონ ტაბიძე უკრაინაზე

გალაკტიონ ტაბიძემ თავის უძვირფასეს და მრავალფეროვან შემოქმედებაში საპატიო ადგილი დაუთმო უკრაინას და 1942 წელს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

დნეპრი

ფიქრითაა დაფარული
უკრაინის წყალთა ბურჯი.
წარბშეკრულთა ტყეთა გული
მოდუდუნებს დნეპრი ლურჯი.
გადულეკავთ მხარე ვრცელი,
ბარბაროსებს, ახალ ჰუნებს,
როგორც შურისმძიებელი
დნეპრი ოხვრით მოდუდუნებს.
მაგრამ ახლო, ახლო არის
გაზაფხულის დღე უებრო
და ყინულთა არემარეს
ქარიშხალი დასძრავს, დნეპრო!
უსწრაფესი გაქანებით
საქმე, ფიქრი ვინ არ განდოს?
მტერი ხალხთა მრისხანებით
საბოლოოდ გაიფანტოს.
არა ლოდის და არა ქვის
ჟღერდეს შენთა გრძნობათ წყარო,
დნეპრო, მტკვრისა და არაგვის
ძველისძველო მეგობარო.”