22 იანვარი, 2023

გალაკტიონ ტაბიძის სახლი აფხაზეთში

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს ქუთაისში სახლის აშენების უფლება არ მისცეს.

პოეტის მეორე მეუღლის ნინო კვირიკაძის ძმისშვილი ეთერ კვირიკაძე აფხაზეთში პოეტური სახლის მშენელობის ამბავს იხსენებდა:

“მერე, იმედი რომ გადაეწურა, რამდენიმე წლის შემდეგ, სოხუმში შეუდგა ზღვის პირას სახლის მშენებლობას, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა.

ამის შესახებ აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის გამგეობის ორგანო “ოქროს საწმისში” (N2, 1990 წელი), გელა მამფორიას წერილში ვკითხულობთ: “ახსოვთ სოხუმის ქუჩებს მშფოთვარე გალაკტიონი, ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ სოხუმში დღესაც დგას გალაკტიონ ტაბიძის სახლი, რომელსაც ქართველი საზოგადოების ქომაგობა და სათანადო მეურვეობა სჭირდება.”

აი, ესეც გალაკტიონის პოეტური სახლის მეორე, ამჯერადაც განუხორციელებელი მშენებლობა!”