უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი ვუწოდეთ გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკიდან ამორჩეულ პატარა წერილს, რომელიც მთელი სიმძაფრით ასახავს პოეზიის მეფის ცხოვრებას:
“ჰყინავს: არა მაქვს პალტო, არც ფეხსაცმელი, არც ქუდი.
ტელეფონი არ მუშაობს ვალის გადაუხდელობის გამო, გადაუხდელია ბინის ქირა, ვერ გამოვიხსენი ჩემთვის ძვირფასი ნივთი, მიბარებული შესაკეთებლად… ალბად გამიყიდის, ხვალ უკანასკნელი დღეა…”