12 თებერვალი, 2023

გალაკტიონ ტაბიძის შედევრები უბის წიგნაკიდან

პოეზიის მეფის გალაკტიო ტაბიძის უბის წიგნაკში არაერთი შედევრია ჩაწერილი.

“არტ ინფო” რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

,,ია-ვარდი რომ არ არის, სად მოვკრიფო?
საქართველო მხოლოდ პრასა და ქინძია.
საქართველო ერთ დროს იყო სახელმწიფო,
საქართველო ეხლა არის პროვინცია…”

“რაა მასზე გულსაწყვეტი
მეტეხო და დიღმის ველო
მიდიოდე და ფიქრობდე:
ეს არ არის საქართველო!
არის ხალხი, რკინიგზები,
არის-ავტო-მოტო-ველო,
არის ოჯახებიც, მაგრამ
ეს არ არის საქართველო!”

“მთვარის ჩრდილი ბაღს ეფინა ქარგად,
მაშინ, როცა სადღაც ხმაა თარის,
ყველაფერი არის ძლიერ კარგად –
ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის.

ო, დაჩუმდი, მოკაკანე თარო,
ყოველ ქუჩის, ყოველ გზის და შარის.
შენს სიმებში მე მომწყურდა წყარო.
წყარო სჩანს და წყალი არსად არის!”