6 ივნისი, 2023

გალაკტიონ ტაბიძისა და ირაკლი აბაშიძის მხიარული ისტორია

გენიალური პოეტი გალაკტიონ ტაბიძე თავის კოლეგას ირაკლი აბაშიძეს ხშირად ეხუმრებოდა.

ირაკლი აბაშიძე მწერალთა კავშირს ხელმძღვანელობდა და მანქანა ემსახურებოდა.

ერთხელ გალაკტიონი ქუჩაში ფეხით მიდიოდა. მას ირაკლი აბაშიძის სამსახურებრივი “ვოლგა” წამოეწია. ირაკლი აბაშიძე უკანა სავარძელზე იჯდა, კარიდან თავი გამოყო და გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა.

გალაკტიონი მძღოლის გვერდით დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და მას საუბარი გაუბა ისე, რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც გაუხედავს:

– რა გქვია შენ, ძამიკო?
– თენგიზი მქვია, ბატონო გალაკტიონ!
– კაი სახელია, ძამიკო, ძალიან კაი! ლექსებს თუ წერ, თენგიზ, ძამიკო?
– არა, ბატონო გალაკტიონ, რა ვიცი მე ლექსების წერა…
– მერე რა, რომ არ იცი, ძამიკო! არც შენმა “ხაზეინმა” იცის, მარა კი წერს…”