კატეგორია: მოზაიკა

ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი რეჟისორი და დრამატურგი ბერნარდო ბერტოლუჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია იტალიურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. ბერნარდო ბერტოლუჩი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიების – „ოსკარი,“ „ოქროს გლობუსი,“ „ოქროს ლომი“ ლაურეატი იყო. 1987 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ გადაიღო ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“, ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის შესახებ. ეს ფილმი ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე […]

ფისოები, რომლებმაც იაპონიის მუზეუმი მსოფლიოს გააცნეს

ფისოები, რომლებმაც იაპონიის მუზეუმი მსოფლიოს გააცნეს

იაპონიაში, ხიროსიმას პრეფექტურაში მდებარეობს სამხატვრო მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი არა იქ დაცული ექსპონატებით, არამედ არც მეტი, არც ნაკლები ორი ფისოს წყალობით გახდა. 2016 წელს მუზეუმში შინაური ცხოველების ფოტოგამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე მოხვედრა შავმა კატამ სცადა, თუმცა დაცვამ ის მალევე შეამჩნია და დაუპატიჟებელი სტუმარი გარეთ მიაბრძანა. ამის შემდეგ კატა მუზეუმის ხშირი სტუმარი გახდა, თუმცა დაცვის წყალობით შენობაში […]

პომპეიში უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს

პომპეიში უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს

პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 79 წელს ფერფლით დაიფარა. განადგურებულ პომპეიში არქეოლოგებმა უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს. აკვარელში შესრულებულია ბერძნული მითოლოგიის გმირები – ლედა და გედი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფრესკაზე ასახულია სპარტას დედოფალი ლედა და გედად გადაქცეული ზევსი. თითქმის 2000-წლიანი პერიოდის მიუხედავად, ნახატზე ფერები პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.

ფრიდა კალოს გასაიდუმლოებული ნივთები საჯაროა

ფრიდა კალოს გასაიდუმლოებული ნივთები საჯაროა

მექსიკელი ფერმწერის ფრიდა კალოს გასაიდუმლოებული ნივთები რიგითი დამთვალიერებლისთვის საჯაროა. ბრუკლინის მუზეუმში 2019 წლის 8 თებერვალს ფრიდას ყველაზე მასშტაბური გამოფენა გაიხსნება. მექსიკელი ფერმწერის გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი არა მარტო მის ნამუშევრებს ნახავს, არამედ დაათვალიერებს მისი საყვარელი ტანსაცმლის კოლექციას, კოსმეტიკას და იმ პირად ნივთებს, რომლებიც 50 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. 1954 წელს, როდესაც ფრიდა გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ დიეგო […]

მერილინ მონროს ოქროს გლობუსი რეკორდულ ფასად გაიყიდა

მერლინ მონროს ოქროს გლობუსი რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსოფლიო ვარსკვლავის მერილინ მონროს ოქროს გლობუსი, რომელიც მსახიობმა 1961 წელს მოიპოვა, ლოს ანჯელესში გამართულ აუქციონზე 450.000 დოლარად გაიყიდა. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ეს აუქციონზე ოქროს გლობუსის გაყიდვის რეკორდული ფასია. ლოს ანჯელესში გამართულ აუქციონზე ასევე გაიყიდა მსახიობის ზედა 43.000 დოლარად, ავტომობილი 490.000 დოლარად, შარვალი 31.200 დოლარად, ჟურნალ “პლეიბოის” ნომერი, რომლის ყდაზეც მერლინ მონროა გამოსახული 32.000 დოლარად და […]

სულ სხვანაირად აჟღერებული ბეთჰოვენის უკვდავი მუსიკა

სულ სხვანაირად აჟღერებული ბეთჰოვენის უკვდავი მუსიკა

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედება საუკუნეებია აღაფრთოვანებს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს. მისი ნაწარმოებები არაერთი ცნობილი ხელოვანის შთაგონების წყარო გახდა. კომპიუტერულმა ეპოქამ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა ნიჭიერ ადამიანებს, ბეთჰოვენის მუსიკა სულ სხვანაირად აეჟღერებინათ. ამის დასტურია დავით ფოცხიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც გენიოსი კომპოზიტორის ნაწარმოებს სიამოვნებით მოუსმენთ.

ნიკოლაი კარაჩენცოვი გარდაიცვალა

ნიკოლაი კარაჩენცოვი გარდაიცვალა

ცნობილი მსახიობი ნიკოლაი კარაჩენცოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 74 წელი ხვალ, 27 ოქტომბერს შეუსრულდებოდა. ნიკოლაი კარაჩენცოვი მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულ მედიას მისმა მეუღლემ და შვილმა დაუდასტურეს. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. მეტასტაზები ხელოვანის მთელ ორგანიზმში იყვნენ მოდებული და ბოლო ორი დღის განმავლობაში იგი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მსახიობი საქართველოს არაერთხელ სტუმრობდა. […]

იცით ვინ იყო შრეკის რეალური პროტოტიპი?

იცით ვინ იყო შრეკის რეალური პროტოტიპი?

ანიმაციური ფილმი “შრეკი” არა მარტო პატარების, არამედ უფროსების საყვარელი მულტფილმიცაა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ შრეკის პერსონაჟის შექმნას საფუძვლად დაედო რეალური პიროვნების მორის ტილეტის არსებობა. მორისი საფრანგეთში დაიბადა. ის ძალიან განათლებული პიროვნება იყო და 14 ენაზე ლაპარაკობდა. მას ჰქონდა უიშვიათესი დაავადება – აკრომეგალია. ეს არის ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) სიჭარბით გამოწვეული მდგომარეობა, რომლის […]

მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

85 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული ესპანელი ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა. ინფორმაცია უცხოურმა მედიამ გაავრცელა. ხელოვანი ბარსელონას კლინიკაში იყო მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადიოდა. ოპერის მომღერალმა თავისი განუმეორებელი ხმით მსოფლიოში ათასობით ერთგული მსმენელი გაიჩინა. ქართველი ბანის პაატა ბურჭულაძის მოწვევით, დივა საქართველოში ჩამოვიდა და ფონს”იავნანას” საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა. მონსერატ კაბალიე საოპერო არიების გარდა, პოპ-მუსიკასაც ასრულებდა. მისი […]

შარლ აზნავური გარდაიცვალა

შარლ აზნავური გარდაიცვალა

მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანგ ფრენკ სინატრად წოდებულმა ხელოვანმა 80-წლიანი კარიერის განმავლობაში 180 მილიონი ფირფიტა გაყიდა, 60-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა და ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობითი ვარსკვლავიც დაიმსახურა. შარლ აზნავურის მამა საქართველოში დაბადებული სომეხი იყო. თავად მომღერალი საქართველოში რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა. მან ახალციხეში, რაბათის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და კონცერტი […]