18 სექტემბერი, 2020

ოდრი ჰეპბერნის და იუბერ დე ჟივანშის საოცარი ისტორია

ულამაზესი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი და საფრანგეთის მაღალი მოდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიზაინერი იუბერ დე ჟივანში უახლოესი მეგობრები იყვნენ.

დიზაინერი მსახიობზე ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით იხსენებდა ერთ პატარა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისტორიას:

“იმ დღეს, როცა ოდრიმ გაიგო, რომ კვდებოდა, დამიბარა თავის საძინებელში, სადაც უკვე მრავალი თვე იწვა.

– მე შენთვის საჩუქარი მაქვს.

გავხსენი ყუთი, სადაც იდო პალტო წარწერით: “თუ ოდესმე ნაღველი შეგიპყრობს, მოისხი მხრებზე და შენს თავს უთხარი, რომ ეს მე – ოდრი გეხვევი, რომ გაგათბო და განუგეშო.”