12 თებერვალი, 2021

ჯაზის ლეგენდა ჩიკ კორეა გარდაიცვალა

ვირტუოზი ამერიკელი ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი ჩიკ კორეა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯაზის ლეგენდა სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა. ექიმებმა მას სიმსივნის იშვიათი ფორმა დაუდგინეს.

გრემის ჯილდოზე თითქმის 60-ჯერ იყო წარდგენილი და 23-ჯერ ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. გენიოსმა მუსიკოსმა მსოფლიოს მუსიკალური სამყარო რადიკალურად შეცვალა. ის გასული საუკუნის 60-იან წლებში ლეგენდარული მაილს დევისის ბენდის წევრი იყო და ელექტრონული ჯაზ ფიუჟენის მოძრაობის შექმნაში მონაწილეობდა.

ჩიკ კორეამ გარდაცვალებამდე შეადგინა იმ პიანისტთა სია, რომლებსაც იგი ფავორიტებად მიიჩნევდა. ჩამონათვალში ქართველი ჯაზ პიანისტი ბექა გოჩიაშვილიც მოხვდა.