მარია კალასის ყველაზე გულწრფელი აღსარება

მარია კალასის ყველაზე გულწრფელი აღსარებამსოფლიო ლეგენდის მარია კალასის ყველაზე გულწრფელი აღსარება მისმა უკანასკნელმა მოსამსახურემ ბრუნამ მოისმინა:

“როდესაც სინიორ ონასისმა ღალატი მოინანია და სინიორასთან პატიების სათხოვნელად მოვიდა, მან არ მიიღო. სინიორ ონასისი ჩვენი ფანჯრების ქვეშ სტვენდა არიას ოპერიდან და კენჭებს ესროდა მინებს. სინიორა ფარდის უკან იდგა და ტიროდა, მაგრამ როცა მან კარებზე ზარი დარეკა, საკადრისი პასუხი მიიღო.

ამონარიდი კალასის წერილიდან:

შენ დაგავიწყდა: იმ ფანჯრების ქვეშ, სადაც ახლა ჩემს სახელს გაჰყვირი, ფეხებს უბაკუნებდი და მოითხოვდი, რომ შენთვის თავი დამენებებინა.

შენ დაგავიწყდა: ერთადერთი მამაკაცი იყავი, ვისაც ვთხოვდი, ჩემზე დაქორწინებულიყო. შენ დაგავიწყდა, როგორ მტანჯავდი, როგორ გამოსცერი კბილებიდან თანხმობა და ეკლესიასთან მანქანაში დამცინავად მითხარი: “მიაღწიე მაინც შენსას?” გეგონა, რომ ასეთი დამცირების შემდეგ შენი ცოლი გავხდებოდი. გულწრფელად გაოცდი, მანქანიდან რომ გადმოვხტი და წავედი.

შენ დაგავიწდა, არი – მე მარია კალასი ვარ. ნუთუ ფიქრობდი, რომ გაპატიებდი? 3 წელი შენი საყვარელი ვიყავი. 3 წელი უარს ამბობდი ჩემზე დაქორწინებაზე, რის მერეც დაუფიქრებლად შეირთე ცოლად ყოფილი პრეზიდენტის სულელი ქვრივი, რომელიც მხოლოდ სამოსის განხილვით იყო დაკავებული მიღებების დროს. ვიცოდი, რომ მასთან მოწყენილობით მოკვდებოდი. არ დამიჯერე, არი. ახლა კი უბედური ხარ. ძალიან მტკივა, მაგრამ არ მიგიღებ…”