31 ოქტომბერი, 2020

ქეთა თოფურია უდიდესი ბედნიერების მოლოდინში

მომღერალი ქეთა თოფურია უდიდესი ბედნიერების მოლოდინშია. ის მეორე შვილს ელოდება.

“ა სტუდიოს” სოლისტმა ჯგუფის ახალ ვიდეოკლიპში “სე ლა ვი” წამოზრდილი მუცელი გამოაჩინა და ცნობისმოყვარეთა ინტერესიც დააკმაყოფილა:

“ძალიან ხშირად მეკითხებოდნენ, ვიყავი თუ არა ორსულად. მინდოდა ჩემი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი ჩვენი ლამაზი ვიდეოთი გაეგოთ. პირველ შვილზე – ოლივიაზე რომ ვიყავი ორსულად, მაშინაც კლიპით ვამცნე საზოგადოებას ეს ამბავი და სასიამოვნო მოგონებად დამრჩა.”

ქეთას ახალი რჩეული ბიზნესმენი ლევ დენგოვია. მათ სექტემბერში ნიშნობა ჰქონდათ და ახლა პატარას მოლოდინთან ერთად ქორწილის მოლოდინშიც არიან. ლევი 35 წლისაა და ორჯერ იყო დაქორწინებული. ის ბიზნესმენობამდე ჯგუფ “არბატში” მღეროდა და ფანები მას პაველ გუზბანდის სახელითა და გვარით იცნობდნენ.
ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მომღერალი პირველად ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული და მასთან გოგონა – ოლივია ჰყავს.