29 დეკემბერი, 2020

დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

მსოფლიო ლეგენდა, ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა. 98 წლის დიზაინერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.

პიერ კარდენს მსოფლიოს მოდის ნოვატორი უწოდეს, რადგან გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მოდაში სრულიად ახლებური ხედვით შემოიჭრა. მისი ავანგარდული სტილი ნამდვილ სენსაციად იქცა.

იგი გეომეტრიული ფორმებითა და მოტივებით ხშირად აიგნორებდა ქალბატონების ფორმებს, რაც ნამდვილი რევოლუცია იყო მსოფლიო მოდაში.

პიერ კარდენს სამოსის გარდა, საკუთარი ბრენდით სათვალეების, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ხაზიც ჰქონდა.