22 დეკემბერი, 2020

მარია კალასის განსაკუთრებული ლოცვა

მსოფლიო ლეგენდამ მარია კალასმა თავის ცხოვრებაში არაერთი დარტყმა მიიღო. მისი გზა ია-ვარდებით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა, 53 წლის ასაკში მისი სიცოცხლე დასრულდა.

მარია კალასი ცდილობდა ყველა განსაცდელს ღირსეულად შეხვედროდა. მას ჰქონდა ლოცვა, რომელიც თავად მოიგონა:

“ღმერთო, მომეცი, რაც გინდა – ცუდი, თუ კარგი, ეს ჩემი ასარჩევი არ არის, მაგრამ მომეცი ძალაც, რომ გავუძლო იმას, რასაც მომცემ!”