მარკ ტვენის უმაგრესი ისტორია ბანკირებზე

მწერალ მარკ ტვენს ბანკირების მიმართ დიდი სიყვარული რომ არ ჰქონდა, მისი ამ ფრაზიდანაც ჩანს: “ბანკირი ადამიანია, ვინც ქოლგას მაშინ მოგცემს, როცა მზე ანათებს და მაშინვე წაგართმევს, როგორც კი გაწვიმდება.”

ერთხელ მარკ ტვენმა ერთ ბანკირთან სანაძლეო დადო. ბანკირს ერთი თვალი შუშის ჰქონდა და მწერალს უთხრა:

– თუ გამოიცნობთ, რომელი თვალი მაქვს შუშის, მე თქვენ 5.000-დოლარს მოგცემთ.

– რა თქმა უნდა, მარცხენა, – მაშინვე უპასუხა მწერალმა.

– ასე უცებ როგორ გამოიცანით? – გაოცდა ბანკირი.

– ძალიან მარტივად – მასში ჯერ კიდევ შემორჩენილია ადამიანური სიკეთის ნაპერწკალი, – უპასუხა გამარჯვებულმა მწერალმა.