26 დეკემბერი, 2020

ჯონი დეპი სამაგალითოდ დასაჯეს

მსოფლიო ვარსკვლავი ჯონი დეპი სამაგალითოდ დასაჯეს. მას შემდეგ, რაც მეუღლესთან ემბერ ჰარდთან კონფლიქტის გამო, სასამართლოში სიარული მოუწია და პროცესიც წააგო, ერთ-ერთმა გავლენიანმა კომპანიამ “ნეტფლიქსმა” თავისი გვერდიდან მსახიობის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა.

ჯონი დეპის ფანებმა “ნეტფლიქსის” გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკეს და არასამართლიანი უწოდეს.
მსახიობს ყოფილი მეუღლეები დადებითად ახასიათებენ, მისი შვილებიც ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ჯონი მათ მიმართ განსაკუთრებულია.

ჯონი დეპი ხშირად სტუმრობს ბავშვთა საავადმყოფოებს, სადაც პატარებს თავისი ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის კაპიტანი ჯეკ ბეღურას ფორმით ამხიარულებს და ამხნევებს.

მისი თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ მსახიობი ყოველთვის თბილად ეკონტაქტება მათ და არასდროს ამბობს უარს ავტოგრაფზე.

ჯონი დეპი დისნეილენდში ერთ-ერთ ატრაქციონზე სრულიად უსასყიდლოდ დადგა დეკორაციებს შორის და ფანებს დაუვიწყარი დღეები აჩუქა.

როგორც მისი უახლოესი მეგობრები ამბობენ, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად წყდება რეალობას და თავისი შექმნილი გმირის – კაპიტანი ჯეკი ბეღურას როლს ირგებს. ამას არც თავად ჯონი დეპი მალავს და აღნიშნავს, რომ ჯეკი მისი საუკეთესო თავშესაფარია – “როცა მინდა ნებისმიერ დროს შემიძლია გავერიდო რეალობას და მას შევაფარო თავი.”