კატეგორია: კულტურა

კახეთი მსოფლიო რეიტინგის ათეულშია

საქართველოს ერთ-ერთი კუთხე კახეთი მსოფლიო რეიტინგის ათეულშია. რეიტინგი ბრიტანულმა “The Telegraph”-მა გამოაქვეყნა, რომელშიც კახეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა. “მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც არ გსმენიათ” – ასე ეწოდება პუბლიკაციას, რომელშიც რეიტინგებია მოთავსებული და მისი ავტორები ცნობილი მოგზაურები სოფი იბოტსონი და მაქსომ ლოუველ ჰორმა არიან. მოგზაურები აღნიშნავენ, რომ ეს რეიტინგი იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ყველაზე […]

უნიკალური აღმოჩენა ხიხანის ციხეში

მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არქეოლოგებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. ზღვის დონიდან 2 635 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხეში მეცნიერები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ აღმოაჩინეს მარანი, სადაც 43 ქართული ქვევრია მოთავსებული. ახლად აღმოჩენილი მარანი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება, რომელიც წყლის შესანახად გამოიყენებოდა. ხიხანის ციხეზე სამი წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. გასულ წელს არქეოლოგებმა 28 ქვევრიანი ღვინის მარანი აღმოაჩინეს […]

თისელის ეკლესია აღარ დაინგრევა

თისელის გუმბათიანი ეკლესია აღარ დაინგრევა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის სამცხე-ჯავახეთის მეექვსე გუმბათიანი ნაგებობაა. ურთულეს მდგმოარეობაში მყოფ ტაძარზე მიმდინარე წელს თისელის სამ ეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება დასავლეთის მკლავის ნაწილობრივი აღდგენითი სამუშაოები, დასავლეთის კედლების ნაწილის აღდგენა და თლილი ქვით დასავლეთის თაღების აღდგენა. გასულ წელს თისელის ეკლესიის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები […]

საფარის სამონსტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

საფარის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. რამდენიმე კვირაში წმი საბას სახელობის ტაძარში, რომელიც მთავარი ეკლესიაა, სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირაში განახლდება და ძეგლის გადარჩენის მორიგი ეტაპი დაიწყება. საფარის სამონასტრო კომპლექსი ძირძველი ქართული მხარის, მესხეთის მიწაზე მდებარეობს. აქ ადრე სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის […]

ტიმოთესუბნის მონასტერი 800 წლისაა

ტიმოთესუბნის მონასტერი 800 წლისაა. ამ თარიღს ბორჯომის მუნიციპალიტეტი ორდღიანი ღონისძიებებით აღნიშნავს. 12 და 13 აგვისტოს დაგეგმილია კონფერენციები, გამოფენები და გალაკონცერტები. 12 აგვისტოს კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მონასტრისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია “დედა ეკლესია” საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც გახსნის ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში კი ომაზ ჩხეიძის ნახატების გამოფენა გაიმართება. დამთვალიერებლისთვის ექსპოზიციაზე წარმოდგენილი […]

,,გურული დღიურები’’ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს

მწერლისა და პოეტის გიორგი კეკელიძის წიგნის “გურული დღიურები” წარმატებები გრძელდება. კრებული, რომელიც გაყიდვების მხრივ ნამდვილი ბესტსელერია, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და გიორგი კეკელიძე ავრცელებენ: “მხარი დავუჭიროთ გიორგი კეკელიძის ”გურულ დღიურებს”, რომელიც ”The beauty and the book award”-ზე იღებს მონაწილეობას. ხმის მიცემა იასამნისფერ პეპელაზე დაჭერით ხდება.” წიგნის ავტორის გიორგი კეკელიძის […]

უნიკალური აღმოჩენა ჭუბერში

არქეოლოგები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უნიკალურ აღმოჩენებს აკეთებენ. ამჯერად აღმოჩენა ჭუბერში გაკეთდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული მეტალურგიული ქურები და კარიერები აღმოაჩინა. მკვლევარების ვარაუდით, ადგილზე წარმოებული პროდუქციით და ნედლეულით იმ პერიოდში არა მარტო კოლხეთი, არამედ აღმოსავლეთის სახელმწიფოებიც მარაგდებოდა. ქვით ნაშენები ქურები თაბაშირით არის მოპირკეთებული და დამეწყრილ ადგილებშიც კი პირვანდელი სახით არის […]

ბატონის ციხის რეაბილიტაცია დაიწყო

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის პარალელურად, ფონდმა გამოაცხადა ტენდერი ბატონის ციხის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.573.000 ლარია. ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, თუმცა არ იყო გამოყენებული ის მასალები, რომელიც სასახლის მშენებლობის პერიოდში გამოიყენებოდა, არ იყო […]

უცხოეთში აღიარებული ქართველი მხატვარი გამოფენას აწყობს

ახალგაზრდა მხატვარი გიორგი პაპკიაური თბილისში ჩატარებული პერსონალური გამოფენის შემდეგ, ბათუმში გამართავს გამოფენას, სადაც მისი ახალი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ბათუმის რედისონში 19-20 აგვისტოს გიორგი პაპკიაურის გამოფენას გაალამაზებს მუსიკალური ბენდი და ვიოლინო. გიორგი 3 წლიდან ხატავს. მხატვარს არა ერთი გამოფენა აქვს ჩატარებული ამერიკასა და გერმანიაში. მისი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნებში გაიყიდა. ამ ეტაპზე გიორგი ემზადება […]

უნიკალური აღმოჩენა თბილისში

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, არქეოლოგებმა მორიგი უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩენა დაახლოებით ჩვენი წელთ აღრიცხვის I-III საუკუნეებით თარიღდება. განახლებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 2 ათასი წლის წინანდელი არტეფაქტებია ნაპოვნი, მათ შორისაა მინისა და კერამიკის ნიმუშები და მონეტები. აბანოთუბანში, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ანტიკური ხანის უნიკალური აბანო, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა და დიდგვაროვნებისთვის იყო განკუთვნილი. ამ ეტაპზე […]