8 ნოემბერი, 2016

განსაკუთრებული შეფასება ნინო სურგულაძეს

nino-sსაოპერო მომღერალმა ნინო სურგულაძემ ბერგენში “რომეო და ჯულიეტას” ოპერაში მიიღო მონაწილეობა.

საპრემიერო წარმოდგენები ბერგენის ნაციონალურ ოპერაში უკვე გაიმართა და მსმენელში დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

მთავარი პარტიები ნინო სურგულაძემ და კრისტინა მხითარიანმა შეასრულეს. ქართველმა მეცომ რომეოს პარტია იმღერა, კრისტინა მხითარიანმა კი – ჯულიეტასი.

პრემიერის შემდეგ, ჟურნალისტებმა და კრიტიკოსემბა ახალი საოპერო სპექტაკლი შეაფასეს. “რომეო და ჯულიეტამ” ნორვეგიულ პრესაში განსაკუთრებული შეფასება მიიღო და 6 ვარსკვლავი დაიმსახურა.

ნინო სურგულაძე:

“პრემიერის შემდეგ საინტერესო კრიტიკა გამოვიდა. მადლობა!

“ბელინიმ რომეოს როლი ქალისთვის, იტალიელი მეცო-სოპრანო ჯუდიტა გრიზისთვის დაწერა 1830 წელს.

ამის გათვალისწინებით, რომეოს როლში მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის ანგაჟირება მშვენიერი, ისტორიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება იყო. მისი არაჩვეულებრივად კონტროლირებული და თბილი დაბალი რეგისტრი უმცირეს დეტალამდე ეწყობოდა ჯულიეტას, კრისტინა მხითარიანის ხმას. მათ ისე სრულყოფილად, ბუნებრივად და სენსუალურად იმღერეს, თითქოს ერთი სხეული ყოფილიყვნენ.

ის, რაც მე დამემართა, ნამდვილი სტენდალის სინდრომი იყო – ფსიქოსომატური დარღვევა, რომელიც იწვევს გულისცემის აჩქარებას, თავბრუსხვევას, ცრემლებს და ჰალუცინაციებსაც კი, და რომელიც საზოგადოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ხელოვნება განსაკუთრებულად ლამაზია.”

nnn123