8 ნოემბერი, 2016

ქართული გენის კიდევ ერთი ზეიმი!

anita-da-misha– ასე აფასებს იტალიაში მოღვაწე საოპერო მომღერალი ომარ ჯოხაძე ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაგეგმილ საოპერო სპექტაკლს.

10 ნოემბერს საოპერო ხელოვნების მოყვარულები ჯორჯ ბიზეს “კარმენს” მოუსმენენ, სადაც მთავარ პარტიებს ანიტა რაჭველიშვილი და მიხეილ შეშაბერიძე იმღერებენ.

ომარ ჯოხაძე:

“ქართული გენის კიდევ ერთი ზეიმი!!! ხვალ ქალაქ პლოვდივ-ში, (ბულგარეთი) გაიმართება ოპერა “კარმენი”, რომელშიც მთავარ პარტიებს ყველასათვის საყვარელი, განუმეორებელი ანიტა რაჭველიშვილი და მიხეილ შეშაბერიძე შეასრულებენ.

უდიდეს წარმატებებს გისურვებთ!… გვეამაყებით!…”