Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“არ ვაჭარბებ, მართლა მძიმე მდგომარეობაა!”

5 ნოემბერი, 2016

tamaris-freskaვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ორიოდე დღის წინ ცეცხლი გაჩნდა. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც ტაძრის უნიკალური ფრესკები ჭვარტლით დაფარა.

რესტავრატორების ნაწილის განცხადებით, თამარ მეფისა და გიორგი მესამის ფრესკების პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელია.

ასეთი განცხადების მიუხედავად, თამარის ფრესკის გადასარჩენად, ვარძიაში სპეციალური ხარაჩო მიიტანეს, რესტავრატორებმა კი თამარის ფრესკის გაწმენდა დაიწყეს.

ადგილზე ჩავიდა ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომელმაც განაცხადა, რომ ვარძიაში მძიმე მდგომარეობაა:

“არ ვაჭარბებ, მართლა მძიმე მდგომარეობაა! ჩვენი ყველაზე მაგარი რესტავრატორები აქ არიან! თქვენი იმედით, ოქრო ხალხო, და ღვთის შემწეობით – დაგვიბრუნეთ მეფე თამარი “შენ წმინდა სახეს შვენებით სავსეს…”

გიორგი კალანდიამ ინტერნეტში გაავრცელა პირველი უნიკალური კადრები, თუ როგორ დაიწყეს რესტავრსტორებმა თამარის ფრესკის გაწმენდა.