5 ნოემბერი, 2016

გადავარჩინოთ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი!

dimitriხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაშია.

სახლ-მუზეუმის სავალალო ვითარება კარგად არის ცნობილი იმ უწყებებისთვის, ვისაც მისი აღდგენა-რეაბილიტაცია ევალება, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

შენობის კედლები დაბზარულია, ჭერიდან ბათქაში ცვივა, იატაკი დამპალია, არასათანადო პირობების გამო, განადგურებულია მუზეუმში დაცული ექსპონატები, არანაირი პირობები არ არსებობს მათი მოვლისა და შენახვისთვის.

საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის გადასარჩენად არაერთი საპროტესტო ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

სტუდენტთა სამეცნიერო წრის კოორდინატორი გიორგი ჩუბინიძე დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს:

dd1234

dimit

dimi

dim

d