7 ნოემბერი, 2016

აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები!

sveticxoveliსვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში.

XI საუკუნეში აგებული ეკლესია ოთხ დიდ კათედრალთა ჩამონათვალშია – სვეტიცხოველი, ოშკი, ბაგრატის ტაძარი და ალავერდი.

სვეტიცხოველთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მისამართით სპეციალური განცხადება ვრცელდება. პეტიციის “აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები” ავტორი დავით ნინიკაშვილია:

“უმორჩილესად გთხოვთ, ყურად იღოთ თხოვნა, ჩამოხსნათ სვეტიცხოვლის გალავნის კედლებიდან გამათბობლები. მოიფიქრეთ შენობის გათბობის სხვა მეთოდი, რომელიც ნამდვილად არსებობს.

უმორჩილესად გთხოვთ, აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები!”