7 ნოემბერი, 2016

ბიძინა ქვლივიძის არქივი ხელოვნების სასახლეს გადაეცა

bidziba-qvlividzeსაქართველოს ხელოვნების სასახლეს გამორჩეული თეატრალური მხატვრის ბიძინა ქვლივიძის არქივი გადაეცა.

მუზეუმს კოლექცია მხატვრის შვილიშვილმა ანა ქვლივიძემ უსახსოვრა.

ბიძინა ქვლივიძე 40 წელი კოტე მარჯანიშვილის თეატრის მთავარ მხატვრად მოღვაწეობდა. მან პეტრე ოცხელის შემდეგ, პირველმა აღადგინა ქართულ სცენაზე სპექტაკლის „ურიელ აკოსტა“ დეკორაციები და კოსტიუმები.

მხატვრის გაფორმებულია ისეთი ცნობილი ქართული სპექტაკლები როგორებიცაა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „მე ვხედავ მზეს“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.

ხელოვნების სასახლისთვის გადაცემულ საარქივო მასალას შორის განსაკუთრებით საინტერესოა 25 თეატრალური ესკიზი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლების ისტორიას ასახავს.

ხელოვნების სასახლე უახლოეს მომავალში ბიძინა ქვლივიძისადმი მიძღვნილ გამოფენას და „თეატრალური მხატვრების“ სერიით კატალოგის გამოცემას გეგმავს.

bidziba-qvlividze1