5 ნოემბერი, 2016

ქართველი მოცეკვავეების ფურორი კიევში

ansambli-rustavi-ukrainul-shoushiქართული ცეკვა დღემდე აღაფრთოვანებს მსოფლიოს და გამონაკლისი არც უკრაინაა.

კიევში შოუს “ცეკვავს ყველა” მეცხრე სეზონისთვის შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებთან ერთად, საქართველო წელს ამ პროექტში ანსამბლ “რუსთავის” ორმა მოცეკვავემ ირაკლი ნადირაშვილმა და გიორგი გულისაშვილმა წარადგინეს.

ცეცხლოვანმა ქართულმა ცეკვამ აღაფრთოვანა არა მარტო შოუს ჟიურის წევრები, არამედ წამყვანებიც და დარბაზში მყოფი აუდიტორიაც.

მოცეკვავეებმა ჟიურის ოთხივე წევრისგან დადებითი შეფასებები მიიღეს და შოუს შემდეგ ტურში გადავიდნენ.