
საქართველოში მდებარე არაერთი ეკლესია თუ მონასტერი სპეციალისტების მიერ რესტავრაციას საჭიროებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავარის წმინდა გიორგის ეკლესიას დეკანოზ ილია ჭიღლაძის ინფორმაციით, საშინელი რესტავრაცია ჩაუტარდა: “ესაა ყოვლად საშინელი, არაპროფესიონალური, ზერელე და უგულო რესტავრაციის კიდევ ერთი საშინელი მაგალითი, რომლითაც ძეგლმა დიდი დაზიანება განიცადა. გაადიდეთ ფოტოები და მახვილი თვალი დარწმუნდება, რომ მრავალსაუკუნოვანი ტაძრის კედლები არ შეიძლება ცემენტით ასე […]