26 მარტი, 2024

გიორგი გიგაშვილის მსოფლიო აღიარება

პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უნიჭიერესი და გამორჩეული ხელოვანია: BBC Radio 3-მა ტერენს ჯად-ჰალის პრემიის გამარჯვებულად პიანისტი გიორგი გიგაშვილი დაასახელა. ყოველწლიურად BBC Radio 3 New Generation Artists-ის გამორჩეულ პიანისტს ირჩევს.
გამარჯვებულისთვის დაწესებული პრიზებია: მინიმუმ ერთი საკონცერტო გამოსვლა Hallé-სთან ერთად The Bridgewater Hall-ში; კამერული კონცერტი ჰალეს მუსიკოსებთან ერთად Hallé St Peter’s-ში; სოლო კონცერტი მანჩესტერის შუადღის კონცერტების სერიის ფარგლებში; ფულადი პრიზი £7000.

გიორგი გიგაშვილი, პიანისტი:

“Terrence Judd-Hallé ჯილდო გადმომეცა მანჩესტერში, დიდ ბრიტანეთში. ეს პრემია ყოველ წელს ერთ პიანისტს გადაეცემა და 2024/25 წლის გამარჯვებული მე გავხდი, რაც ჩემი პირველი ჯილდოა საერთოდ და თან ასეთი, და მინდოდა რომ უბრალოდ გამეზიარებინა თქვენთვის.”