24 აპრილი, 2024

იამაყეთ გიორგი გიგაშვილით!

არაერთი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებული უნიჭიერესი პიანისტი გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გახდა:

“ამდენი ხანი როგორ შევიკავე თავი, არ ვიცი.

ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი 2024 წლის ოქტომბერში, 4 კონცერტით.

6 ოქტომბერი – ფესტივალის გახსნა. დავუკრავ ,,ეროიკა” ვარიაციებს.

10 ოქტომბერი – მე და Nini Nutsubidze-ს გვექნება პრემიერა, როგორც დუეტს, ქართული სიმღერებით.

12 ოქტომბერი – მე და Nikala Zubiashvili. ,,სერიოზული მუსიკით”. ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზი.

15 ოქტომბერი – რაც ყველაზე მეტად მახარებს, ანსამბლ ,,რეზონანსთან” შევასრულებ, ვიდირიჟორებ და პრემიერა მექნება: შნიტკეს საფორტეპიანო კონცერტის კამერულ ორკესტრთან ერთად, ყანჩელის ,,ვალს-ბოსტონის” კამერულ ორკესტრთან ერთად და ჩემი ნაწარმოების კამერული ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსა და ელექტრონული საუნდისთვის.

მოკლედ, არც კი ვიცი, რამდენი მადლობა უნდა ვთქვა.”