იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი უცხოელი სტუმრების კონცერტით გაგრძელდება.
3 სექტემბერს 19 საათზე ბათუმში რიგით მეხუთე ფესტივალის ფარგლებში მსმენელისთვის ფერენც ლისტის კამერული ორკესტრი დაუკრავს.
ისტორიის ფურცლები:
ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში ფესტივალის ეგიდით მეორე კონცერტი ჩატარდება.
საღამოზე აჟღერდება გრიგის ჰოლბერგ სუიტა, დვორჟაკის სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის და ლისტის უნგრული რაფსოდია N2.
