
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში უნიკალური ეკლესია დააზიანეს. დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული და ისტორიული ძეგლი – არტოზანის წმ. შიოს ეკლესია (ე.წ. შიოს მარანი, სოფ. რუისპირი, თელავის მუნიციპ.). მე-13 საუკუნის ეს უნიკალური მოხატული ეკლესია წლების წინ რესტავრირდა, სამწუხაროდ არც თუ ხარისხიანად. ამ მონაკვეთზე ხედავთ ბეტონის თაღს და ცემენტისავე გამოყენებით უხეშად ამოყვანილ სარკმლის და კედლის აგურის […]