
შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი პრემიერას ღია ცის ქვეშ გამართავს. 16 და 17 ოქტომბერს 20 საათზე თეატრის ეზოში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დავით შალიკაშვილის სპექტაკლი “სიყვარულის ეიფორია”. ის, რასაც ასე ელოდით – პრემიერა ღია ცის ქვეშ, თეატრის ეზოში იქნება წარმოდგენილი. ბილეთის ღირებულებაში შედის სამედიცინო პირბადე. თეატრის ყველა პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.