14 ოქტომბერი, 2020

პანტომიმის თეატრის პრემიერა ღია ცის ქვეშ

შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი პრემიერას ღია ცის ქვეშ გამართავს.

16 და 17 ოქტომბერს 20 საათზე თეატრის ეზოში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დავით შალიკაშვილის სპექტაკლი “სიყვარულის ეიფორია”.

ის, რასაც ასე ელოდით – პრემიერა ღია ცის ქვეშ, თეატრის ეზოში იქნება წარმოდგენილი.

ბილეთის ღირებულებაში შედის სამედიცინო პირბადე.

თეატრის ყველა პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.