
მსახიობი ნინო კასრაძე ახალი გამოწვევის წინაშეა – ის მონაწილეობას მიიღებს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სპექტაკლში “ოიდიპოს მეფე”. წარმოდგენას დავით დოიაშვილი დგამს. რეჟისორის გადაწყვეტილებით, სპექტაკლზე 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება. ნინო კასრაძე მაყურებელს 14 ოქტომბერს პრემიერაზე შეხვდება.