5 აპრილი, 2021

თბილისში თეატრები დაიხურა

პირველი აპრილიდან გახსნილი თეატრები თბილისში რამდენიმე დღეში კვლავ დაიხურა.

საუბარია მარჯანიშვილისა და მოზარდმაყურებელთა თეატრებზე.

როგორც თეატრების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებშია აღნიშნული, მათი დახურვის მიზეზი კორონა ვირუსია.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი:

“სპექტაკლის “დანაშაული და სასჯელი” მსახიობის კონტაქტს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. თეატრისა და მაყურებლის დაცვის მიზნით მსახიობი გადავიდა იზოლაციაში. 10 და 11 აპრილს დანიშნული პრემიერა „დანაშაული და სასჯელი” ვერ შედგება. ამ რიცხვებში შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნება მოხდება ერთი კვირის ვადაში. რაც შეეხება სპექტაკლის პრემიერას, ახალი განრიგი გამოცხადდება უახლოეს დღეებში.”

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი:

“თეატრის თანამშრომლის კონტაქტს დაუდასტურდა კორონავირუსი. თქვენი უსაფრთხოების გამო დროებით შეჩერებულია სპექტაკლების ჩვენება. დეტალურ ინფორმაციას, თუ როდის განვაახლებთ მუშაობას, მოგაწვდით მოგვიანებით. მადლობა თანადგომისათვის.”